ინსპექტირების სამსახურის აღჭურვილობის პრეზენტაცია 

15:15, 27.08.2026

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ინსპექტირების სამსახურის ახალი ბრენდირებული ავტომობილები, თანამედროვე სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები, ინდივიდუალური ეკიპირება და საველე ინვენტარი, რომლებიც თანამშრომლებს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.

ღონისძიება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა გახსნა. მან ინსპექტირების სამსახურის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის შესაძლებლობას. დრონები შპს „საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ირიგაციის პროექტის ფარგლებში გადასცა.

 

მსგავსი