ინიციატივა სოციალურად დაუცველებისთვის

ბოლო ერთ კვირაში მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უკვე მეორე ინიციატივას აჟღერებს. დასაქმების მიუხედავად, ამ კატეგორიის ადამიანები ყოველთვიურ ფულად დახმარებას ერთი წელი მაინც მიიღებენ. ვაუჩერებით, სამედიცინო დაზღვევით და სხვა შეღავათებით კი ორი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ამ გზით ხელისუფლება სოციალურად დაუცველი ფენის დასაქმების სტიმულირებას ცდილობს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ დახმარების შენარჩუნების მოტივით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამსახურის დაწყებისგან ხშირად თავს იკავებენ.