ინგლისური ენის უფასოდ სწავლების კლუბები გაიხსნება

საქართველოს რეგიონის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ინგლისური ენა უფასოდ შეისწავლონ. მას ის ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომელიც განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებმა და ბრიტანეთის საბჭომ გააფორმეს.

პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერები გადამზადდებიან, რომლებიც თავის მხრივ პედაგოგებს მოამზადებენ.

საზღვრისპირა რეგიონებში, ინგლისური ენის კლუბებიც  მოეწყობა, სადაც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ბავშვები  ინგლისურს უსასყიდლოდ შეისწავლიან.