ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლებში 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დუშეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. განახლებულ სასკოლო სივრცეებთან ერთად მინისტრმა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი – ბორჯომის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა, რის მშენებლობაც 2025 წელს დასრულდა. უახლესი სტანდარტების შესაბამისი გარემოთი კოლეჯი, მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს, ამასთან, აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან. კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა თანხვედრაში იქნება ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოსახლეობის საჭიროებებთან. ბორჯომის კოლეჯის პროექტის სრული ღირებულება  9.5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.