ინფრასტრუქტურული სამუშაოები რუსთავში
რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის ახალი საფარი, გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე, 11 შიდა ეზოში დაიგება, განახლდება შიდაკვარტალური გზებიც. სარეაბილიტაციო გზის საერთო ფართობი 21 400 კვადრატული მეტრია. გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი. გათვალისწინებულია ბორდიურების და ტროტუარების მოწყობაც. ამ ეტაპზე, ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 65 000 კვ/მ ფართობზე მოეწყობა.