რუსთავის სამი განახლებული საბავშვო ბაღი 1 200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს. 450 მოზარდზე გათვლილი 31-ე საბავშვო ბაღის განახლებითი სამუშაო დასკვნით ეტაპზეა. ასევე დასასრულს უახლოვდება რუსთავის 25-ე და მე-11 ავარიული ბაგა-ბაღების ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი სამივე საბავშვო ბაღის კეთილმოწყობისთვის, დამატებით გამწვანებით სამუშაოებს შეასრულებს.