ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქუთაისში

18:43, 19.02.2026

ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაკეთებას, საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას. განთავსდება ასევე  ბავშვთა და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. ასევე განიხილა ნიკეას ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები, რომელიც ითვალისწინებს ქუჩის გამწვანებას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

მსგავსი