ინფრასტრუქტურული სამუშაოები
შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე, რომელიც შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს და საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მონაკვეთია. პროექტის ფარგლებში მდინარე სურამულაზე ახალი ხიდიც აშენდება. უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება გზის კიდევ ორ მონაკვეთზე. პარალელურად აჭარაში გრძელდება ხულო-ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. აჭარაში ასევე დაგეგმილია ქობულეთის 2. კმ სიგრძის სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. ამასთან, გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად, რომელიც სულ მცირე ცხრა პრიორიტეტულ ადგილს, მათ შორის ქობულეთს მოიცავს. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი პირადად გაეცნო.