ინფრასტრუქტურული პროექტები თელავში
თელავში მდებარე მე-19 საუკუნის ორი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია – საკითხი, სადაც საზოგადოების აქტიურობამ, მათ შორის „მოამბე რეგიონების“ გუნდის მიერ მომზადებულმა არაერთმა სიუჟეტმა, შედეგი გამოიღო.
თელავის ისტორიული სამხატვრო სკოლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ბევრის ახდენილ ოცნებად იქცა. თითქმის ორი საუკუნის წინ აგებულ შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ახალგაზრდები, ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას, ძერწვას, ხელოვნების ისტორიას და ანიმაციას კულტურული მემკვიდრეობის განახლებულ ძეგლში შეისწავლიან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ამავე პერიოდის კიდევ ერთ ისტორიულ შენობაში, თელავის ჭადრაკის სასახლეში, რომელიც წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეული.
ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი კახეთიდან.