ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ ველისციხეში

ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში, სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.

სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის და სოფელ ველისციხის თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.

გარდა სოფელველისციხისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქუთაისში, გორში, დაბას ტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში, უშგულის თემის სოფლებში დაგეგმილი აქვს საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარება.