ინფრასტრუქტურული პროექტები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

ქვემო ჭალაში და საკორინთლოში სამკილომეტრიან გზის მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია.

წყალმომარაგების ხუთმილიონიანი პროექტი 17 სოფელში მიმდინარეობს, კეთდება ჭაბურღილები, რამდენიმე სოფელში მოსაგვარებელია სარწყავი წყლის პრობლემა.

პროცესი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და პარლამენტარებმა დაათვალიერეს.