ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში
ისტორიული ციხის რეაბილიტაცია, ახალი სკოლის მშენებლობა, ცენტრალური პარკის პროექტირება და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა – ახალციხეში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია. გეგმის მიხევდით, ქალაქს უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე, ცენტრალური პარკი შეემატება. სრულად მოწესრიგდება ახალციხის ტბასთან მდებარე პარკიც. გეგმაშია საბავშო ზონებისა და ღია სპორტული მოედნების მოწყობა. განახლების პროექტი ქალაქი ისტორიული ციხის სრულ რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. პრიორიტეტია საგანმანათლებლო დაწესებულებების განახლებაც.