ინფრასტრუქტურული პროექტები

18:40, 30.06.2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორია გამწვანდა.  N 44 საბავშვო ბაღის ეზოს გამწვანების აქციაში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებიც ჩაერთნენ და რუსთავის მერიის  პროექტის – „პატარა რუსთაველი მებაღე“  ფარგლებში, საკუთარი ბაღის ეზოს გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში,  500 ძირი ხე მცენარე უკვე დარგულია რუსთავის №31 საბავშვო ბაღის ეზოშიც.  მიმდინარეობს რუსთავის შემოსასვლელი ტერიტორიის გამწვანებაც. პროგრამა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა თუ სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას და მუნიციპალიტეტებში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.

მსგავსი