აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. სამუშაო პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ. ემ ეტაპზე ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სატრანსპორტო ნაკადის დაბის ცენტრიდან გადატანაა. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია ხიდები და გვირაბი. პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და ასათიანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ასევე, იგეგმება საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობების აღდგენას, ტურისტული და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე ნაპირსამაგრი და სახიდე ინფრასტრუქტურის მოწყობას. უწყების ინიციტივით რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლებს, ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას, საბაგირო სადგურსა და ცენტრალურ პარკს.