ინფრასტრუქტურული პროექტები
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ. ქობულეთში მათ განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სოფელ ხუცუბანში ახალი რაგბის სტადიონის პროექტები. ასევე დაათვალიერეს საბავშვო ბაღები და სკოლები. ინფრასტრუქტურის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღესვე ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობაც მოინახულეს.