ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტქურტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში. მაია ცქიტიშვილი სამინისტროს ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს, რის შემდეგაც, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

წინასწარ ცნობილია, რომ მმართველი გუნდის წევრები, მინისტრს ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაუსვამენ კითხვებს, საუბარი შეეხება ასევე სამინისტროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს.

ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.