ინფრასტრუქტურის მინისტრი საზედამხედველო კომპანიებს შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი მშენებლობის ინსპექტირების კომპანიებს შეხვდა. ისაუბრეს საზედამხედველო კომპანიებისთვის სამინისტროს ხედვასა და სტრატეგიაზე. აქცენტი გაკეთდა სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. იმსჯელეს უსაფრთხო და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინსპექტირების კომპანიების როლზე, სტანდარტების დაცვისა და პროფესიული კადრების მნიშვნელობაზე. ასევე ხარისხის კონტროლის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის აუცილებლობაზე.