ინფექციური საავადმყოფოს მომავალი

18:11, 05.03.2020

სად განთავსდება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი და რა ეტაპზეა საავადმყოფოსთვის შენობის გამოყოფის საკითხი.

„ავერსი ფარმა“ მზად არის კლინიკას იჯარის ხელშეკრულება გაუგრძელოს, თუმცა იმ პირობით, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ ადმინისტრაცია კომპანიის მფლობელობაში არსებულ შენობებს დაცლის. კომპანიის გენერალური დირექტორი პირველ არხთან უარყოფს, რომ 2019 წლამდე კლინიკის ადმინისტრაციას რემონტის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ. „ავერსი ფარმას“ ამ განცხადებას დღესვე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. ჯანდაცვის მინისტრმა კი განმარტა, რომ ახალ შენობასთან დაკავშირებით მხარეებთან მოლაპარაკებები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.

როდის გასხვისდა და რა დაპირებებს აძლევდა ყოფილი ხელისუფლება ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ასევე რა პირობებში უწევდა ფუნქციონირება საქართველოში ყველაზე დიდი ინფექიური პროფილის საავადმყოფოს, – დეტალები „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში 21 საათზე.

მსგავსი