ინეგოლის დელეგაცია რუსთავში
რუსთავს თურქეთის დამეგობრებული ქალაქის, ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. შემადგენლობაში მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან. ვიზიტი რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში შედგა. სტუმრები სამი დღის განმავლობაში დარჩებიან, დაესწრებიან ქორეოგრაფიული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას. დაათვალიერებენ რუსთავის ისტორიის ამსახველ ისტორიულ მუზეუმს. გაეცნობიან არქეოლოგიურ ექსპედიციას.