ინდოეთი და პაკისტანი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე

აზიის ორი ბირთვული სახელმწიფო შეირაღებული დაპირისპირების ზღვარზეა.

22 აპრილს ჯამუ და ქაშმირის რეგიონის საკურორტო ზონაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ინდოეთი პაკისტანს ადანაშაულებს და პირველად საგამოძიებო მასალებს აქვეყნებს. ინდოეთის ხელისუფლების მტკიცებით, შეირაღებული თავდასხმა, ადგილობრივი ძალების და პაკისტანის ერთობლივი გეგმით  იყო ორგანიზებული. ოფიციალური დელი დამნაშავეებს პასუხისგებით ემუქრება. მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას პაკისტანი ოფიციალურად უარყოფს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდის. პოლიტიკოსების განცხადებების პარალელურად, ორივე ქვეყანა სამხედრო ძალის დემონსტრირებას ახდენს.