ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილის 100 წლის იუბილე

18:43, 26.10.2026

კახა კალაძემ ინჟინერ შოთა ქელეხსაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს 100 წელს მიღწეული ადამიანებისთვის ფულად კომპენსაციას. შოთა ქელეხსაშვილმა თბილისის მერს საიუბილეო თარიღის მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობას დღეგრძელობა უსურვა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში შოთა ქელეხსაშვილს 10 000 ლარი ჩაერიცხება. 10 000-ლარიან ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.

მსგავსი