ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო. საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ვიტალი გეგუჩია „პოსტ ტივის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. უწყების ცნობითვე, „პოსტ ტივის“ თანამშრომლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.