ინციდენტი სტრასბურგში

სტრასბურგის ცენტრალურ სადგურზე ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. მომხდარის შედეგად 30 ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა ტრამვაიმ ლიანდაგი შეიცვალა და გაჩერებულ ტრამვაის შეეჯახა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის განმარტებით, ადგილზე დაახლოებით 130 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. მედიასთან განცხადება გააკეთა სტრასბურგის მერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.