ინციდენტი სადახლოში

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

საქმე ეხება სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ფიზიკურ დაპირისპირებას. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ კანდიდატ როვშან ისკანდაროვს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ცნობილია, რომ მომხდარზე გამოკითხვები მიმდინარეობს მარნეულის პოლიციაში. საავადმყოფოშია გადაყვანილი როვშან ისკანდაროვი.