ინციდენტი რუსთავში

რუსთავის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, „ქართულ ოცნებას“ მის საარჩევნო შტაბზე თავდასხმაში ადანაშაულებს. დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ინციდენტის დროს სამი პირი დაშავდა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდებათ. დაპირისპირება რუსთავში, შარტავას გამზირზე რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სწორედ მმართველი პარტიის დავალებით, პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ. ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. კირკიტაძის ბრალდებებს კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე პასუხობს.

დატოვე კომენტარი