ინციდენტი პარლამენტში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის გამართლებულია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართული ოცნების“ მმართველობასა და პრო-რუსულ პოლიტიკას შეესაბამება და მათი კოლეგა დეპუტატების პოლიტიკური პერფორმანსი სწორედ ამის ხაზგასმა იყო.

განსხვავაებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში. დეპუტატები ფაქტს მიუღებლად და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შეურაწყოფად აფასებენ.