ინციდენტი კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში - ხუთი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხუთი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ შორის, ამავე აკადემიის მეთაური, აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი, საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი, ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ინციდენტის დეტალებზე არაფერია აღნიშნული.

ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის.

 

დატოვე კომენტარი