ინციდენტი აეროპორტში - სასამართლო დაკავებულის საქმეზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დიმიტრი ბ.ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმე 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი უცნობი ნივთიერების ზემოქმედების შედეგად მოიწამლა. ეს ნივთიერება კი აეროპორტში ბრალდებულმა დაღვარა. მოსამართლე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს.