იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპის დაბრუნებისთვის ემზადებიან, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი, მილიარდერი ილონ მასკი პოლიტიკით აშშ-ის საზღვრებს გარეთ დაკავდა. ილონ მასკის პირადი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ევროპაში მემარჯვენე პარტიების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული, ევროპელ ლიდერებში აღშფოთებას იწვევს. ისინი ამერიკელ მილიარდერს შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებაში ადანაშაულებენ. თავად ილონ მასკი ფიქრობს, რომ ევროპის პოლიტიკა ძირეულად უნდა შეიცვალოს, რისი საფუძველიც პოლიტიკური ცვლილებებია.