ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

21:04, 09.10.2026

საქართველოს უკვე მეორე ოქროს მედალი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე და მეორედ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი აზერბაიჯანში.

ტატო გრიგალაშვილის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ილია სულამანიძემ მიიღო. ეს მისთვის პირველი ოქროს მედალია მსოფლიო პირველობაზე. ფინალურ შეხვედრაზე 25 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე იაპონელი დოტა არაი იყო, რომელსაც დამატებით ბრძოლაში სძლია. ბაქოში მიმდინარე ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. დღევანდელი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს იაპონია იკავებს. ხვალ ინდივიდუალური ასპარეზობა დასრულდება, საქართველოს სახელით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იასპარეზებს. ზეგ კი ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.

მსგავსი