ილია დარჩიაშვილის ვიზიტი თურქეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე და თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. ილია დარჩიაშვილმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან.