ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის მიხედვით, სოფელ წიწამურთან ილია ჭავჭავაძის ძეგლს და ილიას მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ილიასეულ სამოურავო შენობაში მოეწყობა ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საგამოფენო სივრცე. დაგეგმილია მუზეუმის მემორიალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია, განახლდება მუზეუმის ფასადი და შიდა კედლები; აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული კომპლექსი.