ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ილია ჭავჭავაძე სწავლობდა, 20 ნოემბრის ჩათვლით, გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დაარსებას, რომლის წევრებიც შემდგომში სკოლის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებენ.

ამავე დღეს, გიმნაზიაში, გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ილიას უნიკალური ფოტომასალა და ხელნაწერები, ასევე პირადი მოხმარების ნივთები.  სკოლის მუზეუმში დაცულია დიდი მოღვაწის ექსპონატები.