ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული” – ამ სიტყვების ავტორს ჯერ ლანძღავდნენ, შემდეგ მოკლეს, შემდეგ აკრძალეს და ბოლოს წმინდანად შერაცხეს. თავად ილია კი მხოლოდ სიმართლეს ეუბნებოდა ქართველ ხალხს და ამ სიმართლემ წიწამურამდე მიიყვანა.

როგორ მოვექცეოდით “ბედნიერი ერის” ავტორს, ახლა რომ ცოცხალი იყოს?  ეს არის შეკითხვა, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურად უნდა გასცეს პასუხი თავისი ქცევით. დღეს საქართველო ილიას 180 წლის იუბილეს აღნიშნავს.  როგორია  “კლასგარეშე” ილია ჭავჭავაძე?

ვიკა ბუკიას რეპორტაჟი.