იკებანას მასტერკლასი ბოტანიკურ ბაღში
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იკებანას მასტერკლასი გაიმართა. ღონისძიება იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს სოგეცუს სკოლის ცნობილი იაპონელი ოსტატი ტანიგუჩი ჩიეკო გაუძღვა. მონაწილეებს იკებანას კომპოზიციის შექმნის ძირითადი პრინციპები და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები გააცნო. იკებანა იაპონური კულტურის მრავალსაუკუნოვანი ხელოვნებაა, რომელიც ბუნების, ადამიანისა და სივრცის ჰარმონიულ კავშირს ეფუძნება.