„იფსოსის“ კვლევა და შეფასებები 

კომპანია „იფსოსთან“ დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ტელეკომპანია „მთავარი“ ცდილობს მანიპულაციები და ცდომილება კომპანია „იფსოსს“ გადააბრალოს, რაც უფრო დიდი სკანდალია, რეალურად კი ეს შეთანხმებული მოქმედებაა. მისივე თქმით, პროცესში „იფსოსთან“ და „მთავარ არხთან“ ერთად შეთანხმებულად მოქმედებს ადგილზე, ველზე მომუშავე კომპანია „ბიჯისი“, რომელიც ლევან თარხნიშვილთანაა დაკავშირებული.

თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება ოპოზიციის მხრიდანაც. მათი ნაწილი წინასაარჩევნო კვლევებს უნდობლობას უცხადებს.