იეზიდები „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს აღნიშნავენ

იეზიდები კლოჩე სარე სალეს დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლის დაწყებას და გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება.

თბილისში ეზიდების ტაძარში მსახურება ჩატარდა.

საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს დღესასწაული ტაძრის წინამძღვარმა მიულოცა.

კლოჩე სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და მთავარი რიტუალიც სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარ პასკას უკავშირდება.