იეზიდები „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ

კავკასიაში მცხოვრები იეზიდები „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს დღე ახალი წლის დაწყებას და გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება.

თბილისში, ეზიდების ტაძარში მსახურება ჩატარდა. „კლოჩე სარე სალე“ ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და მთავარი რიტუალიც სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარ პასკას უკავშირდება.

ამ დღეს იეზიდების ოჯახში ნამცხვარს აცხობენ, სადაც დიასახლისი მძივს ათავსებს. ითვლება, რომ ვისაც მძივი შეხვდება, მასზე იქნება დამოკიდებული ახალი წლის წარმატება.