„ახლა უკრაინისთვის პრიორიტეტი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში წევრობაზე საუბარი არ შეიძლება“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მომავალში უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, იქნება სანდო შეთანხმებები უკრაინის უსაფრთხოებაზე, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტზე ნატო მიიღებს დახმარების პაკეტს, რომელიც რამდენიმე წელიწადში უკრაინას ალიანსის სტანდარტებთან დააახლოებს.