იენს სტოლტენბერგის განცხადება

„ნატო-ს წევრების გადასაწყვეტია, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები – საქართველო და უკრაინა, ალიანსის სტანდარტებს და მზად იქნებიან გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს“, –  განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას აფართოებს ბარენცის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. სტოლტენბერგმა საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, ნატო-ში ახალი წევრების დამატების გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები იღებენ და რუსეთი ამ პროცესზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.