„ნატო-ს უკრაინაში ძალების განთავსების გეგმა არ აქვს“ – ამის შესახებ ფინეთში ვიზიტით მყოფმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა იზრუნონ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება აღარ მოხდეს. უკრაინას ნატოელი მოკავშირეების მხრიდან სჭირდება „პროგნოზირებადობა და ანგარიშვალდებულება“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.