„არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე ან გენოციდის არქიტექტორი“ – ჟურნალისტის ამ კითხვაზე საპასუხოდ, ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო სასამართლოს გადასაწყვეტია. იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთების საპასუხოდ, ალიანსი იპოვის გზებს ამ ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით ოფიციალურად მიმართეს, თუმცა, მათ ალიანსში მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგება.
.