„IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლების გაფიცვა  

პროტესტი არ წყდება ბორჯომში.

მინერალური წყლის ჩამომსხმელი ორი ქარხანა ამ მომენტისთვის გაჩერებულია. გაფიცულებსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ქუჩაში გასული თანამშრომლები შეხვედრაზე პროფკავშირის წარმომადგენლის დასწრებას ითხოვენ, რასაც ადმინისტრაცია არ თანხმდება. გუშინდელი სამი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ სამუშაო პირობების გაუმჯობესების, ხელფასების მატების და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნები ისევ ძალაში რჩება. სადავოა ქარხნების პარალიზების საკითხიც. კომპანია საწარმოო პროცესის შეჩერების მიზეზად გაფიცულების მხრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის ხელის შეშლას ასახელებს, რასაც თანამშრომლები უარყოფენ.

ვაკო ორმოცაძე მუშაობს ბორჯომში.