იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი უახლოვდება

იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, 12-13 ოქტომბერს თავი შეიკავოთ გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.