იან პრაიდის სტატია საქართველოსთან დაკავშირებით
ევროპულმა ქვეყნებმა ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის მიმართ წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტონ, სხვა შემთხვევაში ორგანიზაცია, შესაძლოა, 2027 წელს ხელმძღვანელობის გარეშე დარჩეს, – წერს ამის შესახებ გამოცემა Responsible State–craft-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი იან პრაუდი. ავტორის ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატურას 14 ევროპული სახელმწიფო ეწინააღმდეგება, თუმცა მათ კონკრეტული პრეტენზიები არ დაუსახელებიათ. ამასთან, თურქეთი კვიპროსის კანდიდატურას ბლოკავს, რის გამოც ორგანიზაციაში თავმჯდომარეობის საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
სტატიაში საქართველოს საგარეო პოლიტიკაცაა განხილული. პრაუდი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე. მისი შეფასებით, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოს გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები, კანადა, უკრაინა და რუსეთი.
ცნობისთვის, იან პრაუდი 1999-2023 წლებში მუშაობდა ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში. ამჟამად ის Quincy Institute-ის არარეზიდენტი მკვლევარია.