თურქეთიდან წამლების იმპორტში შექმნილი შეფერხებები ამ ეტაპზე აღმოფხვრილია.
აფთიაქებში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების დეფიციტი იყო, თუმცა ამ დროისთვის მარაგები უკვე შეივსო. ბოლო მონაცემებით, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოში 400-ზე მეტი დასახელების პრეპარატია შემოტანილი. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდეს. საკმაოდ დიდია დანაზოგიც – თურქული დაბალფასიანი მედიკამენტების შეძენით მოქალაქეებს ოთხ თვეში 51 მილიონით ნაკლები თანხა აქვთ გადახდილი.