ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ცხინვალში

კვირაზე მეტია, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია.

რუსეთის ფედერაციიდან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასაქონლე ტვირთს არ უშვებენ, რის გამოც, ცხინვალის სასურსათო მაღაზიებში საკვები პროდუქტების დეფიციტი გაჩნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება  ჰუმანიტარული საკითხებით მანიპულირებს და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენს. ლაშა დარსალია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები ისევ უნდა განახლდეს.