ისრაელის ხელისუფლება ისევ გახდა სახელმწიფოთა ლიდერების, პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი. ღაზის სექტორში მუდმივი დაბომბვებისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ისრაელის მთავრობა გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტმა და გაერო-ს წარმომადგენელმა, ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა კი უდანაშაულო პალესტინელების დაღუპვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელმა მეტი ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაატაროს ღაზის სექტორში.
მორიგი იერიში ისრაელიდან რაფაჰში განხორციელდა. სრულად განადგურდა შენობა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი აფარებდა თავს. ისინი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ.