უკრაინისთვის გენერატორებისთვის გადაცემის შესახებ, მთავრობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს, ვიცეპრემიერი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოდან მორიგ დახმარებას მალე მიიღებს. პრემიერმა შესაბამისი შესყიდვის სწრაფად განხორციელების დავალება ეკონომიკის სამინისტროს მისცა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ უკრაინის დასახმარებლად გაწეული ფინანსური მხარდაჭერა დაახლოებით 32 მილიონ ლარს შეადგენს.