პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ უკრაინელი ხალხის დასახმარებელი ჰუმანიტარული ტვირთის შესაგროვებლად, რუსთავში პუნქტი გახსნა. პარტიის ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, შენობა წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, გადაწყდა მისი გამოყენება ჰუმანიტარული მიზნებისთვის.